ოჯახის დახმარება [świadczenia rodzinne] წარმოადგენს სახელმწიფო მხარდაჭერის ფორმას ბავშვის დაბადებისა და გაზრდასთან დაკავშირებით. ასეთი დახმარება ეკუთვნის ყველა უცხოელს, რომელსაც აქვს პოლონეთში მუშაობის უფლება ან გათავისუფლებულია მუშაობის ნებართვის ქონის ვალდებულებისგან და ასევე რომელიც ცხოვრობს პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმ პერიოდში, რომელშიც აღნიშნული დახმარება მას ეკუთვნის და აკმაყოფილებებს დაწესებულ პირობებს.